ლუკა ლოჩოშვილი: ამაყი ვარ, რომ ამ ისტორიულ პერიოდში თქვენს გვერდით ვითამაშე – ერთად დავწერეთ ჩვენი პატარა ქვეყნის ისტორია
ამაყი ვარ, რომ ამ ისტორიულ პერიოდში თქვენს გვერდით ვითამაშე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ფეხბურთელი ამაყობს, რომ საქართველოს ნაკრების მაისური აცვია და გულშემატკივარს მადლობას უხდის.
„ამაყი ვარ, რომ ამ ისტორიულ პერიოდში თქვენს გვერდით ვითამაშე. ერთად დავწერეთ ჩვენი პატარა ქვეყნის ისტორია, ყველა იმ ადამიანმა, ვისთან ერთადაც მინდორზე მომიწია თამაში. სტაფმა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. ამაყი ვარ, რომ ამ ერთი დიდი ოჯახის წევრი ვარ.
მადლობა ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს ამ ემოციებისთვის, რაც გვაჩუქეს. რაც ერთად გამოვიარეთ, ეს ჩვენი ყველას წარმატებაა. ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის მაისური მაცვია. მადლობა“, – წერს ლუკა ლოჩოშვილი.