გიორგი ჩაკვეტაძე: მთელი ქვეყანა გავერთიანდით და ყველას ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით და შრომით – ვარ უზომოდ ამაყი და ბედნიერი
ეს პერიოდი და დღეები არასდროს დამავიწყდება! მთელი ქვეყანა გავერთიანდით და ყველას ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით და შრომით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩაკვეტაძემ თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფს და ყველა ამ პროცესის მონაწილე ადამიანს მადლობა გადაუხადა.
„ეს პერიოდი და დღეები არასდროს დამავიწყდება! მთელი ქვეყანა გავერთიანდით და ყველას ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია ერთად დგომით და შრომით. ვარ უზომოდ ამაყი და ბედნიერი, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, უფრო ძლიერები. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს! მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფს და ყველა ამ პროცესის მონაწილე ადამიანს“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.