ნეთანიაჰუ: IDF „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ლიკვიდაციასთან ახლოსაა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ IDF ახლოს არის „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ლიკვიდაციასთან.
„ჩვენ ვუახლოვდებით „ჰამასის“ ტერორისტული არმიის ლიკვიდაციის ფაზის დასასრულს. ჩვენ გავაგრძელებთ დარტყმებს მის დარჩენილ ნაწილებზე“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, ახლა ღაზაში ნაკლებად ინტენსიური ოპერაცია გაგრძელდება.