“ნიჭიერი წინა თაობაც იყო, ამათ სხვა რამ აერთიანებთ – განსაკუთრებული თავდადება და  ჟინი” – მინაშვილი ეროვნულ ნაკრებზე

„ეს ბიჭები რომ ნიჭიერები არიან, ვიცით, მაგრამ ნიჭიერი წინა თაობაც იყო, ამათ სხვა რამ აერთიანებთ – განსაკუთრებული თავდადება და განსაკუთრებული ჟინი, ამას ფეხბურთის გულშემატკივარი ხედავს”, – ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დავით მინაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

“საქართველო იყო ყველასთვის უცნობი გუნდი, რომელიც „თავხედურად“ შეიჭრა ევროპის ჩემპიონატზე და ერთადერთი დებიუტანტია. გარდა იმისა, რომ შედეგი დავდეთ და მერვედ ფინალში გავედით, იყო სანახაობა. ყველამ აღიარა, რომ თურქეთთან თამაში პირველი ტურის საუკეთესო თამაში იყო. ეს ყველაფერი სიურპრიზი იყო უცხოელი გულშემატკივრისთვის“, – განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები