რომში, საპირფარეშოში ქალის გაუპატიურების ბრალდებით, ქართველი მამაკაცი დააკავეს

რომში, პრატის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა საპირფარეშოში ქალის გაუპატიურების ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე 32 წლის მამაკაცი დააკავეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც იტალიური მედია წერს, 32 წლის მამაკაცი ქალს ქუჩაში აედევნა და ავიწროებდა.
როგორც კი ქალი თავის საცხოვრებელ სახლში მივიდა, ქალი ამხანაგობის საპირფარეშოებისკენ გაემართა, სადაც მას მამაკაცი დაედევნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი გააუპატიურა, დაემუქრა და ადგილიდან მიიმალა.

“გამომძიებლებმა, დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, ჩაატარეს ინტენსიური გამოძიება.
პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელის იდენტიფიცირება ვიდეოკამერის ჩანაწერების საფუძველზე მოახერხა.
დაზარალებულმა დაკავებული პოლიციის განყოფილებაში ამოიცნო”,- წერს იტალიური გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები