სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი” კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 25 444.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს (საერთო წონა: 115.64 გრამი).

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები