უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ შვიდი ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან კიდევ შვიდი ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა Telegram-ზე განაცხადა.

„კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს გაგიზიარებთ – ხერსონის ოლქის ჯერ კიდევ ოკუპირებული თემებიდან კიდევ შვიდი ბავშვი დაბრუნდა“, – წერს პროკუდინი.

მისი თქმით, დაბრუნებულ ბავშვებს შორის სამი ბიჭი და ოთხი გოგონაა, რომელთა ასაკიც ოთხი თვიდან 13 წლამდეა.

როგორც პროკუდინმა აღნიშნა, მათ გრძელი და რთული გზა გამოიარეს, ახლა კი ბავშვები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყველა საჭირო დახმარებას იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები