აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა, ლინდსი გრეჰემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს.

ლინდსი გრეჰემის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის შეერთებული შტატების ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს პუტინის დასასჯელად.

„რამდენიმე მიზეზის გამო, მოუთმენლად ველი კენჭისყრას ჩვენს კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას ითვალისწინებს. უპირველეს ყოვლისა, ეს აღიარება მნიშვნელოვნად გაზრდის შეერთებული შტატების ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს პუტინის დასასჯელად მისი ბარბაროსული ქცევისთვის უკრაინაში და მისი დესტრუქციული ქმედებებისთვის აფრიკასა და მთელ მსოფლიოში, პუტინის რუსეთი არის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო და უკვე დიდი ხანია დროა, მოხდეს ამის ოფიციალურად, აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარება“, – აღნიშნა ლინდსი გრეჰემმა.

ამასთან, სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ „რუსეთმა დაიმსახურა ადგილი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების კლუბში უკრაინაში ძალადობისა და აგრესიის სასტიკი კამპანიის გაჩაღების გამო“.

ინფორმაციისთვის, სენატორებმა ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა მსგავსი კანონპროექტი პარლამენტს 2022 წელს წარუდგინეს. თუმცა, მაშინ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები