ნინო წილოსანი: საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ საქართველოც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ საქართველოც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის.

„ევროკავშირი, რომელიც სიძლიერისთვის შეიქმნა, ნამდვილად დიდ დამატებით რესურსს შეიძენს საქართველოს სახით და საქართველო მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში იყო დასავლეთის ძალიან სანდო პარტნიორი და დასაყრდენი. ვფიქრობ, ევროკავშირი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ურთიერთობების განახლებისა და გაუმჯობესების მიმართულებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა “ქრონიკაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები