თურქეთი სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას მიესალმება, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სლოვენია.

როგორც ყოველთვის აღვნიშნავდით, პალესტინის აღიარება საერთაშორისო სამართლის, სამართლიანობისა და სინდისის მოთხოვნაა.

თურქეთი არ დაზოგავს ძალებს, რათა პალესტინა, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დღეს სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები