“შედეგი ნულოვანია” – მოხალისეებმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე გიორგი გახელაძეს სამძებრო სამუშაოები შეწყვიტეს

დაკარგული პროფესორის გიორგი გახელაძის სამძებრო სამუშაოები მოხალისეებმა ვაკის პარკის, კუს ტბისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე დაასრულეს.

როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, ძიებამ უშედეგოდ ჩაიარა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ოჯახი 100-მდე ვიდეოკამერის ჩანაწერის გაშიფვრას ელოდება.

“მეგობრებო, დაახლოებით 1 საათია, შევწყვიტეთ გიორგის ძებნა ვაკის პარკის, კუს ტბის და ეთნოგრაფიულის ტერიტორიაზე. შედეგი ნულოვანია. გადაიჩხრიკა და შემოწმდა ყველა ბილიკი, ბუჩქი, ფლატე და მოფარებული ადგილი. ამ ეტაპზე დარჩა ერთი გზა – მაქსიმალურად გააზიარეთ ფოტოები, ეგება ვინმეს სადმე შეგხვდეთ! გამოელაპარაკეთ, დარეკეთ 112-ში!! ველოდებით 100-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერის გაშიფვრას პოლიციის მიერ, ეგება სადმე ამოვარდეს!!!”,- წერს მარი შათირიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში უკვე მესამე დღეა დაკარგულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. დღეს ოჯახის წევრები კუს ტბის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოხალისეებთან ერთად, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთნენ. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე მაშველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები