დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უკრაინაში აშშ-ის ჯარებს არ გაგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის, – ამის შესახებ ტრამპმა All In-ის პოდკასტზე განაცხადა.

ტრამპმა უპასუხა შეკითხვას უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის შესახებ, თუ ის პრეზიდენტი გახდება.

„გარანტიას გაძლევთ, ამას არ გავაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, „საფრანგეთი სხვა რამეა, ისინი მეტ-ნაკლებად მეზობლები არიან, ჩვენს შორის კი ოკეანეა“.

„მუდმივად მესმის საუბრები უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, ახლა კი ამას დაემატა საუბრები იმაზე, რომ საფრანგეთს თავად სურს ბრძოლა უკრაინაში. წარმატებები, მათ“, – დასძინა ტრამპმა.

მანვე აღნიშნა, რომ მედიით გაეცნო ინფორმაციას, რომ უკრაინა, სამხედრო პერსონალის დეფიციტის გამო, საბრძოლო მოქმედებებში ბავშვებისა და მოხუცების ჩართვას გეგმავს.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენი არ უნდა დაჰპირებოდა უკრაინას ნატოში გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები