რობერტო ბაჯოს სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ოქროს ბურთის“ მფლობელის, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის რობერტო ბაჯოს სახლში ხუთი შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.

მედიის ინფორმაციით, რობერტო ბაჯომ წინააღმდეგობის გაწევა სცადა და ერთ-ერთმა მძარცველმა შუბლში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, რობერტო ბაჯომ „ოქროს ბურთი“ 1993 წელს „იუვენტუსში“ თამაშისას დაიმსახურა, როცა იტალიის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები