სლოვაკეთის პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა

სლოვაკეთის პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVS-ის რეორგანიზაციას დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მთავრობა მაუწყებელს მიკერძოებასა და მეინსტრიმული აზრის იგნორირებაში სდებდა ბრალს.

აღნიშნული გეგმა მაუწყებლობისა და ხელმძღვანელობის ცვლილებას მოიცავს. ამასთან, ახალი კანონით შეიცვლება მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესი.

კანონი ძალაში ივლისიდან შევა, მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს.

მედიის ინფორმაციით, კანონპროექტში გაწერილმა ზოგიერთმა ცვლილებამ საზოგადოების პროტესტი და მედიის თავისუფლებაზე პოლიტიკური კონტროლის შესახებ შეშფოთებები გამოიწვია.

RTVS-ის დირექტორის, ლუბოშ მახაის თქმით, ეს „შავი დღეა“ სლოვაკური მედიისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა, ვერა ჟუროვამ ცვლილებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.

ამასთან, პროტესტის ნიშნად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კენჭისყრას არ დასწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები