რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 114 უკრაინული დრონი ჩამოაგო

საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული, 114 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უეკიპაჟო კატერებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, მათივე მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 70 დრონი ყირიმის ტერიტორიასა და შავი ზღვის თავზე გაანადგურეს, 43 – კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე, ხოლო ერთი დრონი – ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე.

ყუბანის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტემრიუკის, სევერსკის და ეისკის ტერიტორიებზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განხორციელდა.

ამასთან, კრასნოდარში დაზიანდა ავტოსადგურის შენობა და საქვაბე ოთახი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები