თურქეთში მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ რეგიონში მასშტაბურ ხანძარს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია 44 ადამიანი – აქედან 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცეცხლი ღამის საათებში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს შორის გაჩნდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები