დმიტრო კულება: მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატშია შესაძლებელი

მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფორმატშია შესაძლებელი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა.

როგორც მან მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინისთვის მარცვლეულის ფორმატი წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, როდესაც ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქეთსა და გაეროსთან, რომლებიც, თავის მხრივ, რუსეთს ელაპარაკებოდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვეს კითხვა, არის თუ არა გარანტია, რომ სამშვიდობო სამიტზე რუსეთთან შეთანხმება ისე არ ჩავარდება, როგორც ეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დროს მოხდა, რაზეც კულება ჰპასუხობს, რომ როდესაც საუბარია რუსეთზე, ამ დროს წინდახედულობაა საჭირო.

ამასთან, კულება აღნიშნავს იმასაც, რომ უკრაინას არ სურს რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი, მისი დანაშაულების გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები