გიორგი გახელაძის სამძებრო სამუშაოებში მაშველები და მოხალისეები არიან ჩართული

გიორგი გახელაძის ძებნაში ოჯახის წევრებთან და მოხალისეებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. რომლებიც დრონებით და შესაბამისი აღჭურვილობით მუშაობენ.

როგორც „კვირას” შსს-ში უთხრეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ასევე, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით.

თბილისში უკვე მესამე დღეა დაკარგულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. დღეს ოჯახის წევრები კუს ტბის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოხალისეებთან ერთად, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთნენ. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ მეხანძრე მაშველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები