“მუშტისხელა სეტყვა მოდიოდა” – თელავში უამინდობამ ვენახები გაანადგურა

ძლიერმა სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

იყალთოში, რუისპირსა და ვარდისუბანში განადგურებულია ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სეტყვა, დაახლოებით, 10 წუთს გაგრძელდა. მათივე თქმით, ვენახების 30 % განადგურებულია.

“ზარალი არის ძალიან დიდი. მუშტისხელა სეტყვა მოდიოდა, რაც ჩემს სიცოცხლეში ფილმებში თუ მინახავს. აბსოლუტურად უმოქმედოები ვიყავით ჩვენ. ამას სჭირდება გამოხმაურება და დახმარება”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, გიორგი ალადაშვილი.

სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები