ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სოფელ ანდეზიტში, შიდა ჩიხების მოასფალტებას. ჯამში, დასახლებაში გზის საფარის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა.

ანდეზიტში გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 148 417 ლარი გამოიყო, სამუშაოებს შპს ,,ბილტმორი” ასრულებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს, ჯამში 8 კილომეტრამდე გზა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები