გერმანიასა და შვეიცარიაში რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი 3 უკრაინელი დააკავეს
გერმანიასა და შვეიცარიაში უკრაინის სამი მოქალაქე, ჯაშუშური საქმიანობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავეს,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
ეჭვმიტანილები გერმანიიდან უკრაინაში ასაფეთქებელი ნივთიერების ამანათის სახით გაგზავნას გეგმავდნენ.
პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილები რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით მოქმედებდნენ და სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენასა და აფეთქებას გეგმავდნენ.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი დასავლური დემოკრატიების დესტაბილიზაციას, მიზანმიმართული საბოტაჟისა და დაზვერვის სასტიკი მეთოდების ჩათვლით ცდილობს. ჩვენი უსაფრთხოების ორგანოები ყურადღებით აკვირდებიან ამ საფრთხეს“, – თქვა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, შტეფანი ჰუბიგმა.