რას ჰყვება გათავისუფლებული ნოშრევან ნამორაძე?

 

დავით კოდუა ჩემთან საუბრაშიც კი თავის ძმას ახოცავდა ხელს – მე რა შუაში ვარო, – ამის შესახებ დავით კოდუას ცემის ფაქტზე გასამართლებული ნოშრევან ნამორაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, „დავით კოდუას უნდა, რომ სუფთა ბიზნესმენის იმიჯი ჰქონდეს. კოხტად, ლამაზად ლამაზად გამოწყობილი იჯდეს და უცოდველი თვალებით გველაპარაკებოდეს. დავით კოდუა ჩემთან საუბრაშიც კი თავის ძმას ახოცავდა ხელს – მე რა შუაში ვარო. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ დათო კოდუა არ არის ბიზნესმენი. ქონების წართმევით აწყობილი ბიზნესი მე არ ვიცი, სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აწყობა არ შეიძლება“, – ამბობს ნოშრევან ნამორაძე.
ნამორაძე სასამართლო გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ის დანაშაულს აცნობიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები