“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შტომ, რომელიც შედის მთავრობაში, იფუნქციონიროს მაქსიმალურად ეფექტურად” – ლევან მაჭავარიანი

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შტომ, რაც კი შედის მთავრობის ქვეშ, იფუნქციონიროს მაქსიმალურად ეფექტურად”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

აღნიშნულით ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სტრუქტურის შესაქმნელად საჭირო საკანონმდებლო რეგულაციების საკითხს გამოეხმაურა.

„ბატონი ირაკლი კობახიძე როგორც კი გახდა პრემიერ-მინისტრი, მან დააანონსა, რომ ერთ-ერთი მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო აღმოჩნდეს ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. შესაბამისად ეს დეპარტამენტი, რა თქმა უნდა ამ მიმართულებითაც იმუშავებს. ისედაც ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს ჩვენ ამ ინდექსის მიმართულებით, მით უმეტეს დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით და ვასწრებთ ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შტომ, რაც კი შედის მთავრობის ქვეშ, იფუნქციონიროს მაქსიმალურად ეფექტურად“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტს პარლამენტი სესიაზე დღეს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები