პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
კომიტეტიდან გაძევებამდე, ოხანაშვილმა ჩარკვიანს გაფრთხილება მისცა, რომ არ ესაუბრა მიკროფონის გარეშე, თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინა.
სხდომიდან ასევე გაძევებულები არიან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი, “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია.
კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება.