ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე სხდომიდან გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე სხდომიდან გააძევა.

ოხანაშვილის განმარტებით, მისი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, გიორგი ვაშაძე რეგლამენტს მუდმივად არღვევდა.

„არაერთგზის მოგიწოდეთ, მიკროფონის გარეშე არ გესაუბრეთ. არაერთგზის გთხოვეთ, პროცედურას ნუ არღვევთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები