მაშველებმა ენგურში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა სვანეთში, მდინარე ენგურში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მდინარეში ძებნა-შველის ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ როგორც მაშველები, ასევე, ადგილობრივები.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში 2 მაისს გადავარდა. ავტომობილში იმყოფებოდა სამი ახალგაზრდა.