“უკრაინას მოლდოვისთვის ძალისმიერი გზით დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარება არასდროს შეუთავაზებია” – მაია სანდუ

უკრაინას მოლდოვისთვის ძალისმიერი გზით დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარება არასდროს შეუთავაზებია.

ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ რუს ბლოგერთან, იური დუდთან ინტერვიუში თქვა.

კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კიშინიოვის დახმარების წინადადება ისმოდა, დნესტრისპირეთის საკითხის “დახურვის შესახებ”, სადაც ამ დრომდე “რუსი სამშვიდობოების მცირე რაოდენობა იმყოფება” – “არასდროს გაკეთებულა ასეთი ოფიციალური განცხადება იმაზე, რაზეც ადამიანები მედიაში საუბრობდნენ. მაგრამ, ოფიციალურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთი წინადადება არ გაკეთებულა. არც არაოფიციალურად. ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება ჩვენთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის მისაღები. სამხედრო გზით – არ დავთანხმდებით”, – განაცხადა მაია სანდუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები