რუსეთი და ბელარუსი ბირთვული იარაღის უეცარ შემოწმებას განახორციელებენ

ბელარუსი რუსეთთან ერთად სინქრონიზებულ უეცარ შემოწმებას ჩაატარებს, რომელშიც ჩართული იქნება ტაქტიკური ბირთვული იარაღი.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოში განაცხადეს.

ამავე დროს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უეცარი შემოწმება უკვე დაიწყო.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ ხრენინმა განმარტა, მიმდინარეობს “ისკანდერ”-ის და “სუ-25”-ების დივიზიონი.

“ბელარუსის გარშემო შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის საკითხების დახვეწას ვაგრძელებთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები