კანონპროექტი, რომელსაც მარგველაშვილმა შეიძლება ვეტო დაადოს

კანონპროექტი, რომელსაც მარგველაშვილმა შეიძლება ვეტო დაადოს, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედების გადავადების შესახებ კანონპროქტს პრეზიდენტმა შესაძლოა ვეტო დაადოს.
„ჩვენ ვიცით, რომ მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი. სჯობს, რაიმე ფორმატში ერთობლივი მსჯელობა გაიმართოს და ერთიან მოსაზრებაზე ჩამოყალიბდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე ვეტოს დადებამდე არ მივა. მსგავს საკითხებში დაძაბულობის განმუხტვის კარგი პრეცენდენტი გვაქვს“, – აღნიშნავს ალაფიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედების გადავადებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები