დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ დასუფთავების აქცია მოაწყო

დღეს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ბუბა გობეჯიშვილი, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებსა და შპს „კომუნალური მეურნეობის“ თანამშრომლებთან ერთად, დასუფთავების აქციაში ჩაერთო. აქციის ფარგლებში, სოფელ ხიდისყურში მდინარის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

წელს დასუფთავების აქციაში ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს მოსწავლეთა ჩართულობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები