“ევრობიუროკრატია რაც იყო, „დიფ სთეითის“ მიერ მართული, დღეს ის დარჩა” – გურამ მაჭარაშვილი
“ოთხი წლის თავზე თავად გვევლინებიან ახლა იმ ადამიანებად, რომლებიც მოიხსენიებენ რუსეთს ევროპულ ქვეყნად”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ ცალ ფეხზე უნდა დავმდგარიყავით და მორჩილება გამოგვეცხადებინა ბრიუსელისთვის. ამავდროულად, რუსეთთან უნდა შევსულიყავით სამხედრო კონფლიქტში, ეკონომიკურ კონფლიქტში სანქციების დაწესებით მაშინ, როდესაც ოთხი წლის თავზე თავად გვევლინებიან ახლა იმ ადამიანებად, რომლებიც მოიხსენიებენ რუსეთს ევროპულ ქვეყნად.
იგივე „გლობალური ომის“ პარტიის წარმომადგენლობას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის, რომ მათთვის, ამ თანამდებობის პირებისთვის არც ევროპული სახელმწიფოები არ არის, არც ევროპული საზოგადოებები არ არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, ცდილობდნენ ევროპულ ღირებულებად წარმოეჩინათ ომი და არა მშვიდობა, ლგბტ პროპაგანდა და არა ტრადიციული ოჯახები. ამ ყველაფერს ეს ხალხი ცდილობდა ზუსტად, ამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. არაფრით არ შეცვლილა იქ არანაირი პროცესები და არანაირი პოლიტიკა. ევრობიუროკრატია რაც იყო, „დიფ სთეითის“ მართული, დღეს ის დარჩა. უბრალოდ მე ვსაუბრობ ახლა იმასთან დაკავშირებით, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ერთი-ერთში იმას იმეორებს მაკრონი, მერცი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი. თურმე, როგორ გაბედა ამერიკის პრეზიდენტმა და როგორ ჩაერია მათ პოლიტიკაში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.