გამსახურდია – სალომე ზურაბიშვილზე: არცერთ პოლიტიკოსს არ უკადრია, არც შიდა და არც უცხოურ პრესასთან, საკუთარი პოლიცია ამფეტამინის მოქმედების ქვეშ, აქციების დაშლაში დაედანაშაულებინა და ჯარისკაცებზე ეთქვა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეთო

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება – რომ „საპროტესტო აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ გაეროს, ევროპის საბჭოსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისადმი წერილობითი მიმართვების შემდეგ, გრძელდება კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან“, რაზეც გამსახურდია წერს, რომ „ბევრი ნამუსგარეცხილი პოლიტიკოსი ახსოვს საქართველოს“, მაგრამ როგორიც სალომე ზურაბიშვილია, ასეთი იშვიათია.

გამსახურდია ფიქრობს, რომ სამართლებრივი კუთხით სალომე ზურაბიშვილი დასაჭერია.

„ბევრი ნამუსგარეცხილი პოლიტიკოსი ახსოვს საქართველოს, დღესაც უხვად არიან, მაგრამ აი ეს გარეწარი, შვილის ნათლიაზე მითხოვილი ქალი რომ არის, ეგეთი იშვიათად. არცერთ პოლიტიკოსს არ უკადრია, არც შიდა და არც უცხოურ პრესასთან, საკუთარი პოლიცია ამფეტამინის მოქმედების ქვეშ, აქციების დაშლაში დაედანაშაულებინა და მერე ჯარისკაცებზე ეთქვა, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეთო. წმინდა სამართლებრივად, ეს გარეწარი დასაჭერია, მორალური კუთხით კიდევ, ამას რა უნდა ელაპარაკო? ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე.“- წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები