გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს – მგონია, რომ „ხალხის ძალის” განცხადებებს კითხულობენ

პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადება ძალიან ჰგავს „ხალხის ძალის” მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ წერილებსა და განცხადებებს.

„როდესაც დღეს ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის” განცხადებებს კითხულობენ” – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

დეპუტატის თქმით, დღეს ევრობიუროკრატია საკუთარ თავზე იმკის იმ უსამართლობას, რაც საქართველოსთან მიმართებით დათესეს.

„ევრობიუროკრატიამ რა უსამართლობაც დათესა საქართველოსთან მიმართებით, იმას იმკის ახლა საკუთარ თავზე. ჩვენ „ხალხის ძალამ” ჯერ კიდევ 2022 წლის 2 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ წერილი, სადაც მივუთითებდით, რომ ევრობიუროკრატიაში და მაშინდელი ამერიკის ხელისუფლებაში მოკალათებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც უსამართლო ზეწოლას ახორციელებდნენ საქართველოზე. ეს და სხვა მსგავსი საკითხები მაშინ ჯერ კიდევ კულისებში განიხილებოდა. „ხალხის ძალამ” შეძლო და ეს ყველაფერი გამოიტანა კულისებიდან. სიმართლე ვუთხარით საზოგადოებას. ის, რასაც მალავდა ევრობიუროკრატია, დღეს უკვე გაცხადებულია.

როდესაც დღეს ვისმენ ევრობიუროკრატების – ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებებს მგონია, რომ „ხალხის ძალის” განცხადებებს კითხულობენ. ამას პირდაპირი გაგებით ვამბობ. ჩვენ [„ხალხის ძალამ”] ასზე მეტი წერილი გამოვაქვეყნეთ და შეგვიძლია გავუგზავნოთ ამ ბატონებს და ქალბატონებს და ვუთხრათ, რომ ჩვენც ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით, რაზეც ახლა თავად საუბრობენ. მაკრონი ამბობს, რომ თურმე არ შეიძლება საფრანგეთის სუვერენიტეტში ჩაერიოს შეერთებული შტატები; ზოგადად, ევროკავშირის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ-ს პრეზიდენტი თურმე წითელ ხაზებს კვეთს და ა.შ.” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები