“ჩვენ აქამდეც მოგვისმენია ჰელსინკის კომისიისგან ბევრი ტყუილი და ცილისწამება საქართველოს მიმართ” – მათიკაშვილი

“ჩვენ აქამდეც მოგვისმენია ჰელსინკის კომისიისგან ბევრი ტყუილი და ცილისწამება საქართველოს მიმართ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

“იქ მსხდომი, საქართველოდან წასული რადიკალები და ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები მუდმივად ცდილობენ საკუთარი სამშობლოს დაზიანებას, მაგრამ სიმართლე საზოგადოებამ იცის ძალიან კარგად ჰელსინკის კომისიაში რა ტყუილიც არ უნდა თქვან სიმართლე არის ერთი და ეს საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად ცნობილი, ასე რომ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ჩვენს ხალხსა და ქვეყანაზე ვერ გაჭრის“, – ამბობს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, 28 იანვარს ჰელსინკის კომისია საქართველოზე იმსჯელებს, – შესაბამისი განცხადება “ჰელ კომმა” საკუთარ გვერდზე უკვე გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები