პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

ახალგაზრდები მსვლელობით იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან და ამბობენ, რომ პროტესტის ხმა ყველა სახელმწიფო უწყებასთან უნდა ისმოდეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები