პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს დიალოგში ქვეყნის პროევროპულ საზოგადოებასთან და შეასრულოს დემოკრატიული რეფორმები

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

„შეშფოთებით ვაკვირდებით არსებულ ვითარებას თბილისში. პროტესტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაერთოს დიალოგში საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან და შეასრულოს დემოკრატიული რეფორმები“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები