პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„არა რუსულ კანონს“ – საქართველოს პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ასევე გმირთა მოედანზე, სადაც მოსახლეობას გზის სავალი ნაწილი აქვს გადაკეტილი.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ, 1-ელ მაისს მეორე მოსმენით მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები