ლევან არველაძე: ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გამოკვეთა რეალური გეგმა, რაც ჩვენს ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დიდი ხნის წინ იქნა დაგეგმილი

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გამოკვეთა რეალური გეგმა, რაც ჩვენს ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დიდი ხნის წინ იქნა დაგეგმილი და მის განხორციელებას ცდილობენ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან არველაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაუშვებელია რევოლუციური სცენარი, შტურმი სახელმწიფო შენობებზე, პიკეტირება!!

„მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოების საკითხები. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების გზით, რომელიც გაიმართება ოქტომბრის თვეში. ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს სრული უფლება გამოხატოს თავისი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, სწორედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დამკვიდრდა სიტყვის და გამოხატვის მაღალი სტანდარტი.

ყველას გელოდებით საარჩევნო ყუთთან. წარმატება, მშვიდობა, სწორი განვითარება ჩვენს ქვეყანას! ღირსებით ევროპისკენ“, – წერს ლევან არველაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები