რუსეთის ციხეში ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ პენზის ციხეში ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი, 79 წლის ბორის აპაკია, იგივე “აპაკელა” გარდაიცვალა.
მამაკაცს გასულ წელს მოსკოვის სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის საფუძველზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარდაცვალების მიზეზად ხანდაზმული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება, რომელიც სამარტოო საკანში განსაკუთრებით გაუარესდა.