ჰოლანდიელი ინვესტორის ადვოკატები – ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: არ გამოვრიცხავთ, მივმართოთ პროკურატურას, მათ შორის, შესაძლო თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით

„ჩვენი კლიენტისთვის არ იყო ცნობილი ის რისკფაქტორები რომ გაეაზრებინა, რაც იდგა დღის წესრიგში. მიგვაჩნია, ის მაშინ არ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომ განეხორციელებინა ამხელა თანხების აკუმულირება და ინვესტირება ობლიგაციებში“, – ამის შესახებ დაზარალებული ჰოლანდიელი ინვესტორის ადვოკატმა, ბეჟან ნემსაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მისი კლიენტის კუთვნილი თანხის, 400 ათასი დოლარის დაბრუნებას ითხოვს.

საქმე ეხება, 2014 წელს მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორების მიერ დაარსებულ კომპანიას, „იმერეთი გრინერი“, რომლის ბიზნეს პროექტისთვის „თიბისი კაპიტალმა“ 2017 წელს ორი მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოსცა, ხოლო ჰოლანდიელმა ინვესტორმა ფასიან ქაღალდებში 400 00 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.                                                                                                   უფლებადამცველი აცხადებს, რომ მათ კლიენტს კომპანიაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაცია სრულად არ მიაწოდეს.

ჰოლანდიელი ინვესტორის უფლებადამცველები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში წავიდეს.

ამასთან, ადვოკატები იმასაც აცხადებენ, რომ საფუძვლიანი ეჭვია, არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

„მიგვაჩნია, რომ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ინფორმაცია სრულად არ იქნა გაზიარებული. ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ბადრი ჯაფარიძე წარმოადგენდნენ იმ კომპანიას, რომელი კომპანიაც ფლობდა წილებს შპს „იმერეთი გრინერიში“. თავის მხრივ, კარგად ვიცით, რომ „თიბისი კაპიტალი“ არის სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ შვილობილი კომპანია და შემდეგ ამ ცირკულაციის თანახმად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი. არ გამოვრიცხავთ, რომ მიმართვა იქნეს პროკურატურისთვის. თავისი არსით, შესაძლებელია ყველანაირი განვითარება ჰპოვოს აღნიშნულმა საქმემ, მათ შორის, შესაძლო თაღლითობის ფაქტებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ბეჟან ნემსაძემ.

„სამართლებრივი თვალსაზრისით აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გააჩნდათ წილები კომპანია „ჯორჯიან ფრეშ ჰოლდინგში“ და „ჯორჯიან ფრეშ ჰოლდინგი“ თავის მხრივ ფლობდა წილებს შპს „იმერეთი გრინერიში“. მეორეს მხრივ, სურათი გვაქვს, რომ „თიბისი კაპიტალმა“ გამოსცა აღნიშნული ობლიგაციები. შესაძლოა საფუძვლიანი ეჭვი არსებობდეს, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. შესაბამისად, ჩვენ მიმართული გვაქვს შესაბამის საზედამხედველო ორგანოებზე და ველოდებით აღნიშნულ გადაწყვეტილებებს“-აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩერქეზია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები