ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ მახარაძესა და მის თანაგუნდელს გირაო შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერს ზურაბ მახარაძეს და მის თანაგუნდელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და თითოეულ ბრალდებულს 5 000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა, რომლის გადასახდელად მათ 20-დღიანი ვადა დაენიშნათ.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფნი არ ეთანხმებიან. ბრალდებულის ზურა მახარაძის განცხადებით ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. დაცვის მხარე, პროკურატურის შუამდგომლობის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 მაისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, 23 მარტს, ზუგდიდში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, მოძრაობის ლიდერებსა და ორგანიზაცია „გზა ხსნისა და ხმა ერისა“ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ზურა მახარაძის და გიორგი გოგიას წინააღმდეგ გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) მიმდინარეობს.

 

.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები