საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ შენახვის ფაქტები გამოავლინეს

1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, ფინანსთა სამინისრტოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 8 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაზრო საერთო ღირებულებამ ჯამში – 18143.1 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ერთ-ერთი საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები