პროკურატურამ მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები