შალვა პაპუაშვილი – ლგბტ პროპაგანდაზე: ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იქამდეა მისული საქმე, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლა

ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იქამდეა მისული საქმე, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უწევთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით დროულად ჩამოვყალიბდეთ, როგორია საზოგადოების პოზიცია, რა არის ჩარჩო, რომელშიც გვინდა, რომ არსებობდეს ჩვენი საზოგადოება და მისი სოციალური მოწყობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტშივე იყოს ამაზე რეაქცია. ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იქამდეა მისული საქმე, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლა. ლამის აბსურდამდე არის მისული ეს დისკუსიები, აღარ გავიმეორებ იმ ციტატებს და მაგალითებს, რომელიც არის. განხილვა, რომელიც დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ ადამიანები ხედავენ ამ რისკებს და სურთ, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს საკუთარ ხალხს და უზრუნველყოფს საკუთარი ხალხის ინტერესების გატარებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები