საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად ბეტინა ბუღანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.

ბეტინა ბუღანი საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერია, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაეროში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბეტინა ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები