მიხეილ სარჯველაძე – ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე: ამ საკითხებს ესაჭიროება დეტალური რეგლამენტაცია, რომლის შედეგადაც არავინ დააზიანებს იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ფუნდამენტური უფლებების დაცვა

მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე ისაუბრა.

“ამ საკითხებს ესაჭიროება დეტალური რეგლამენტაცია, რომლის შედეგადაც არავინ დააზიანებს იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, როგორც ჩანს, მათ შეიძლება აქვთ შინაგანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, თუმცა მათი ანგარიშვალდებულების წყაროს გათვალისწინებით, შეიძლება შეთანხმებას მოითხოვდეს მათი რიტორიკა. კარგი იქნება, თუ ისინი იპოვიან საკუთარ თავში ძალას და ამ საკითხზე მუშაობაში ჩაერთვებიან“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები