ზელენსკი: არ მესმის, როგორ შეიძლება ტრამპი პუტინის მხარეს იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ ესმის კრემლის ლიდერის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„არ მესმის, როგორ შეიძლება დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარეს იყოს. ეს დაუჯერებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თუ ტრამპი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერას გადაწყვეტს, ეს ამერიკელების წინააღმდეგ წასვლა იქნება.

„ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ ის მას შეხვდა… მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს… მე უკეთესად მესმის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები