ირაკლი მხეიძე სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლებს შეხვდა 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე, შრომის ინსპექციის სამსახურის, სოციალური მომსახურების, სახელმწიფო ზრუნვისა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების თანამშრომლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი მხეიძემ სააგენტოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე პროგრამები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები განიხილა.

„მინისტრის მოადგილემ თანამშრომლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და განაცხადა, რომ მიმდინარე რეფორმებისა და პროგრამების სრულყოფილად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, პროცესების ეფექტური მონიტორინგი და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები