გორის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოები გორის მერის მოადგილემ, ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა.
კორპუსის ეზოებს მერია 100 % – ით აფინანსებს. პროექტი გასულ წელს დაიწყო და 2023 წელს 30 – მდე ეზო მოწესრიგდა.
პროექტის ფარგლებში, ხორციელდება ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა, იმ ეზოებში კი – სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, ხორციელდება სისტემის რეაბილიტაციაც.
მრავალსართულიანი ბინების ეზოები დაზიანების მიხედვით შეირჩევა და რეაბილიტაცია წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.