ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცესპიკერად აირჩიეს

ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცესპიკერად აირჩიეს. მის დანიშვნას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად არჩევის შემდეგ გათავისუფლდა. ჩიქოვანი ვიცესპიკერად 2023 წლის 16 ნოემბერს დაამტკიცეს.

„ვულოცავთ ქალბატონ ნინოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას. ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ამ პოზიციაზე, მის არჩევასთან ერთად, ავტომატურად უფლებამოსილება უწყდება მას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს და შესვენების შემდეგ ამ საკითხზეც გვექნება კენჭისყრა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები